top of page
4.jpg
1.jpg
2.jpg
2.jpg

                         N1, 2022                                                         N2, 2022                                                             N1, 2023                                                          N2, 2023

ინტერაქტიული STEM აქტივობები

teacher-and-students.jpg

              PHET                   ინტერაქტიული  სიმულაციები

wave-on-a-string-900-alt1.png

ფიზიკა სკოლებში      სიმულაციები და ანიმაციები

big_gp_foucalt.png

                     STEM                       და ელექტროინჟინერია

FP8EPI0LL811RP8.jpg

ინტერაქტიული ვირტუალური კვლევები სკოლებში

malt-shop.jpg

პროგრამირება და კოდირება სკოლაში

coderz_farm.jpg

✅ 💻 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას.

✔ ამ მიმართულებით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოსა და მოწვეული ექსპერტების, ახალგაზრდა პროგრამისტებისა და დიზაინერების გუნდი 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს და დღეისათვის უკვე შექმნილია I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით. შესაბამისად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში უკვე შეუძლიათ აღნიშნული რესურსების სატესტო რეჟიმში გამოყენება:

https://school.emis.ge/.

nature-8-37-img-1.png

                                         „მტრედების გენეტიკა“

ინტერქტიული კვლევითი თამაში

თამაში შექმნილია და განთავსებული იუტას შტატის უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ის შედის  პროგრამის „შეისწავლე გენეტიკა“ შემადგენლობაში: https://learn.genetics.utah.edu/

ვებგვერდის მისამართი:

https://learn.genetics.utah.edu/content/pigeons/pigeonetics/

თამაშის მიზანია დამემკვიდრების ძირითადი კანონების შესწავლის და გააზრების პროცესში, მოსწავლემ გაამრავლოს მტრედები საჭირო ნიშნების  მიხედვით. წარმოდგენილი პრობლემური ამოცანების მიზანია, შეარჩიონ მტრედები სწორი გენოტიპით და მოაშენონ ისინი, რომ მიიღონ  მითითებული ფენოტიპის შთამომავლობა. თამაში შედგება  მზარდი სირთულის 26 თავსატეხის/გამოცანისგან.

karyotype.webp

ვირტუალური ლაბორატორიები ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, პროექტის საბუნებისმეტყველო მიმართულების ექსპერტების ჯგუფისა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ვირტუალური ლაბორატორიების ნაკრები ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში.

ვირტუალური ლაბორატორიების მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება. მათი დახმარებით კვლევითი აქტივობების განხორციელება შესაძლებელია ლაბორატორიული აღჭურვილობისა და შესაბამისი სივრცის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებით.

 

ვირუალური ლაბორატორიები იხილეთ: https://36253.8b.io/

Intel® Education Viewer - როექტებით სწავლება

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.

423766189_719923273612046_254701143871417265_n.png
bottom of page