top of page
წიგნი.png

Arduino-ს შემსწავლელი სახელმძღვანელო

20 STEAM პროექტი

ვიწყებთ მიკროკონტროლერ არდუინოსთან მუშაობის, დამოუკიდებლად შესწავლის ხელშემწყობი აქტივობების და პროექტების გამოქვეყნებას.

ARDUINO-მ შეცვალა ციფრული სწავლების პროცესი. მოსწავლეებს და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, თავად შეექმნათ ციფრული მოდელები აუდიტორიებში, სკოლაში, სახლში. მოსწავლეებმა და სტუდენტებმა დაიწყეს დამოუკიდებლად მუშაობა და ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით ელექტროინჟინრული პროექტების გაკეთება.

ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ დამოუკიდებლად შეისწავლოთ არდუინოსთან მუშაობა, დააპროგრამოთ ის და შექმნათ საინტერესო მოდელები, გაეცნოთ და დაეუფლოთ სენსორებს, ელექტროკომპონენტებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში საინტერესო STEAM პროექტების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. დამოუკიდებელი შესწავლის პროცესი დაყოფილია ნაბიჯებად და დაგეხმარებათ მოცემული ცოდნის გაზიარებაში თქვენს STEAM კლუბებში ან სასწავლო პროცესის დროს.

აქ თქვენ ნახავთ მეთოდურ რეკომენდაციებს და საჭირო ელ.ინჟინრული რესურსების სრულ სიას. აქტივობებში მითითებული იქნება სამუშაო რესურსის შესაძენი ცენტრების ბმულები და მოდელების დასაპროგრამირებელი კოდები. ვეცდებით წარმოვაჩინოთ მრავალფეროვანი STEAM აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ არჩევანში, როგორც არაფორმალური (საკლუბო) მუშაობის პროცესში, ასევე სასწავლო პროცესში.

როგორ ჩამოვტვირთოთ და დავაინსტალიროთ არდუინოს ბიბლიოთეკები

bottom of page