top of page

STEAფესტივალი

Untitled-2.png

2

STEAM ფესტივალი წარმოადგენს სკოლის მოსწავლეების გუნდურ მუშაობას პროექტებზე, რომლებიც მოიცავს კვლევების მიმართულებას ან აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართულ საქმიანობას.

პროექტებში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენების ელემენტები. ფესტივალი ტარდება საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

Untitled-2.png

საბუნებისმეტყველო კლუბი "ჩხირკედელა" სტუმრად იწვევს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ორსაათიან სამუშაო შეხვედრაზე (ჯგუფი - 1 ან 2 მასწავლებელი, მაქსიმუმ 12 მოსწავლე).

ჯგუფები შეხვედრაზე გაეცნობიან STEM კლუბის მუშაობის პრინციპებს; შექმნიან 3 საინტერესო პროექტს.

სკოლას დავეხმარებით კლუბის შექმნაში როგორც შინაარსის მიმართულებით, ასევე ტექნიკური აღჭურვის პროცესშიც (კონსულტაციები).

სამომავლოდ, მოვიწვევთ მათ ჩვენს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

შეტყობინება დაგვიტოვეთ კონტაქტების გვერდზე.

მეცნიერება კაპიტანია

 

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.

პროექტში მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. წარმოდგენილი მოდელები შექმნილია ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბ  "ჩხირკედელას" ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში:

1. დისტანციურად მართვადი ჰიდროპონიკის სისტემა;

2. გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის მოდელი;

3. ცხოველების ექოლოკაციის უნარის მოდელირება;

4. ინფრაწითელი რადიაცია და სენსორები.

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა.

Untitled-2.png

ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება პროექტი „STEM განათლების პოპულარიზაცია სკოლებში“. სსიპ - აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს კვირაში ერთხელ უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობა STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

Untitled-2.png

ევროპული კლუბების ასოციაციაციის (ECA), საფეხბურთო კლუბ „ჩიხურასა“ და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ორ ეტაპად განხორციელდა ერთობლივი პროექტი „ფეხბურთი და განათლება უკეთესი მომავლისთვის“. პირველ ეტაპზე (2022წ.) პროექტში მონაწილეობდა სსიპ - ქალაქ თბილისის #41 საჯარო სკოლის 156 უკრაინელი მოსწავლე. შეიქმნა ფეხბურთელი რობოტი მანქანის მოდელი. მეორე ეტაპზე (2023წ.) იგივე, სსიპ - ქალაქ თბილისის #41 საჯარო სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს - ათი დღის განმავლობაში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექვსი პრაქტიკული მეცადინეობა, რომლის დროსაც ისინი გაეცნენ ელექტროინჟინერიის და პროგრამირების საფუძვლებს. აქტივობის დროს, დაწყებით კლასებში გამოყენებული იყო ელექტრონული კომპონენტები, ხოლო, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა იმუშავეს მიკროკონტროლერ Arduino-თი. შეიქმნა პროექტი „ფლეიტა“. აქტივობაში სულ მონაწილეობა მიიღო 50 მოსწავლემ.

Untitled-2.png

ცენტრის ბაზაზე შექმნილ სამოდელო კლუბში „ჩხირკედელა“ eTwinning-ისა და  „STEM სკოლებში“ პროგრამების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ სამუშაო შეხვედრები სასკოლო კლუბების წევრებთან და კლუბის შექმნის მსურველ სკოლებთან - მასწავლებლები და მოსწავლეები. კლუბს ესტუმრა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები - 18 სკოლა: 33 მასწავლებელი და 240 მოსწავლე.

Untitled-2.png

არაქართულენოვანი სკოლების დამხმარე მასწავლებლებთან კლუბ "ჩხირკედელას" შექმნის ხელშეწყობისთვის და სკოლებში STEM მიმართულების პოპულარიზაციისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და დისატნციური ვებინარები (პირისპირ და ონლაინ). ვებინარებს ესწრებოდა არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის 20-მდე მასწავლებელი. შეხვედრის დროს მასწავლებლები მუშაობდნენ პროგრამა TINKERCARD - ში მათ მიერ შექმნილ პროექტებზე. მასწავლებლებმა შეისწავლეს STEM პროექტებში სხვადასხვა ტიპის სენსორების გამოყენება. ასევე, ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრები STEAM სწავლების მეთოდოლოგიის მიმართულებით.

logo.png

STEM ფესტივალი "მოგზაურობა მეცნიერებაში

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი გრანტ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

2019-2023

Logo -TPDC.png

პროექტის მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ მეცნიერულ მიღწევებს და კვლევებს, საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში არსებულ საინტერესო მიგნებებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასწავლო ინტერაქტიული მოდელები, რომლებმაც საინტერესო და ეფექტური ფორმით მოახდინეს მეცნიერული ინოვაციების დემონსტრირება ღია გარემოში ორგანიზებულ ფესტივალზე.   სასწავლო მოდელების თემატიკა შერჩეული იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი აქტუალური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემებიდან.  ფესტივალის სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ დემონსტრაციებში.

მოდელების უმრავლესობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მათი ავტომატიზირებული მართვა  ღია კომპიუტერული პლატფორმა მიკროკონტროლერ Arduino-ს გამოყენებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ციფრულ ტექნოლოგიებს და მათ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის.  

მოდელები შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM კლუბში „ჩხირკედელა“ და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ გვინდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ სწორედ მეცნიერება აძლევს საშუალებას ახალგაზრდა თაობას, სკოლიდანვე ჩაერთოს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში.

bottom of page