
საპროექტო თემატიკა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის მონაწილეებს სთავაზობს შემდეგ სავარაუდო საპროექტო თემებს:
-
წყლის რესურსების მართვა
-
ჰიდროპონიკა და აგროტექნოლოგიები
-
ნიადაგის ჯანმრთელობის კვლევა
-
ალტერნატიული ენერგიის პრაქტიკული გამოყენება
-
ენერგოეფექტურობის აუდიტი
-
საარსებო გარემოს მონიტორინგი
-
ჯანსაღი ცხოვრება და ჰიგიენა
-
საგზაო უსაფრთხოება
-
ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია
-
დიზაინი
-
მუსიკა და ხმა
-
„ჭკვიანი“ საარსებო გარემო
-
სხვა
მონაწილე საკონკურსო თმის არჩევაში შეზღუდული არ არის.
პროექტის მიმდინარეობის ეტაპები
I ეტაპი - პროფესიული განვითარება
პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები, რაც მათ დაეხმარება, გაიუმჯობესონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM სწავლების მეთოდოლოგიაში;
აქტივობები მიმართული იქნება საპროექტო თემატიკის დახვეწასა და პროექტზე მუშაობის პროცესის მხარდაჭერაზე.
II ეტაპი - პროექტებზე მუშაობა
მასწავლებლები სასწავლო პროცესში მოსწავლეებთნ ერთად განახორციელებენ ინტეგრირებულ STEAM პროექტებს.
მუშაობის პროცესში თითოეული გუნდმა უნდა მოამზადოს ვიდეორეფლექსიები, რომლებიც ასახავს პროექტის მიმდინარეობას და განათავსონ პროექტის YouTube არხზე.
III ეტაპი - პროექტების შესარჩევი ტური
პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა საკონკურსოდ შექმნილი პროექტების 3 რეგიონული გამოფენა/პრეზენტაცია.
თითოეულ რეგიონულ ტურზე შეფასების შედეგად შერჩეული 3 საუკეთესო პროექტი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.
IV ეტაპი - ფინალური ღონისძიება
ფინალური ღონისძიებისთვის შერჩეული 9 პროექტი, წლის ბოლოს, მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარდგენილი სტენდური ან ზეპირი პრეზენტაციების სახით.
სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


