top of page
Untitled-2.png

საბუნებისმეტყველო კლუბი "ჩხირკედელა" სტუმრად იწვევს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ორსაათიან სამუშაო შეხვედრაზე (ჯგუფი - 1 ან 2 მასწავლებელი, მაქსიმუმ 12 მოსწავლე).

ჯგუფები შეხვედრაზე გაეცნობიან STEM კლუბის მუშაობის პრინციპებს; შექმნიან 3 საინტერესო პროექტს.

სკოლას დავეხმარებით კლუბის შექმნაში როგორც შინაარსის მიმართულებით, ასევე ტექნიკური აღჭურვის პროცესშიც (კონსულტაციები).

სამომავლოდ, მოვიწვევთ მათ ჩვენს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

შეტყობინება დაგვიტოვეთ კონტაქტების გვერდზე.

STEAფესტივალი

Untitled-2.png

STEAM ფესტივალი წარმოადგენს სკოლის მოსწავლეების გუნდურ მუშაობას პროექტებზე, რომლებიც მოიცავს კვლევების მიმართულებას ან აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართულ საქმიანობას.

პროექტებში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენების ელემენტები. ფესტივალი ტარდება საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

განახლება იქნება

მეცნიერების ფესტივალი 2025

ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა "მეცნიერების ფესტივალი 2025", სადაც წარმოდგენილი იყო მეცნიერების თანამედროვე მიღწევები, ტექნოლოგიური სიახლეები, სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები, თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია/დაგემოვნება. 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მისი ქვეპროგრამა "STEAM სკოლებში".

Untitled-2.png

 2025 წლის 8 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა შერჩეულ სკოლებთან, სადაც მოხდა პროექტის დეტალების გაცნობა და STEAM Kit-ების გადაცემა.

 

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე სამი წელია, რაც აქტიურად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ხელშეწყობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ამ მიზნით, ცენტრი ხელს უწყობს STEAM პროექტების პოპულარიზაციას.

ამ ძალისხმევის ფარგლებში ხორციელდება STEAM Twinning ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის ხელშეწყობა, STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. 

პროექტი ითვალისწინებს ცენტრის „STEAM სკოლაში“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაარსებული კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვასა და eTwinning-ის პროექტებთან ინტეგრაციას. eTwinning-ის პროგრამისა და „STEAM სკოლაში“ ქვეპროგრამის თანამშრომლებმა ერთობლივად შეარჩიეს 15 სკოლა, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვებიან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEAM ლაბორატორიაში იხილავთ აეროპონიკის მოქმედ მოდელს. მოდელი წარმოადგენს მცენარის ნიადაგის გარეშე გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას. აეროპონიკა დღეს ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით მსოფლიოში მზარდი პრობლემებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. აეროპონიკა განიხილება მომავლის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიად, რომელსაც შეუძლია გადაჭრას თანამედროვე სოფლის მეურნეობის მრავალი გამოწვევა. მისი აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მსოფლიო ეძებს გზებს საკვების უსაფრთხოების, რესურსების ეფექტურობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

მეცნიერება კაპიტანია

 

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.

პროექტში მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. წარმოდგენილი მოდელები შექმნილია ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბ  "ჩხირკედელას" ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში:

1. დისტანციურად მართვადი ჰიდროპონიკის სისტემა;

2. გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის მოდელი;

3. ცხოველების ექოლოკაციის უნარის მოდელირება;

4. ინფრაწითელი რადიაცია და სენსორები.

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა.

Untitled-2.png

ცენტრის ბაზაზე შექმნილ სამოდელო კლუბში „ჩხირკედელა“ eTwinning-ისა და  „STEM სკოლებში“ პროგრამების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ სამუშაო შეხვედრები სასკოლო კლუბების წევრებთან და კლუბის შექმნის მსურველ სკოლებთან - მასწავლებლები და მოსწავლეები. 2024-2025 წლებში კლუბს ესტუმრა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები - 18 სკოლა: 33 მასწავლებელი და 240 მოსწავლე.

Untitled-2.png

არაქართულენოვანი სკოლების დამხმარე მასწავლებლებთან კლუბ "ჩხირკედელას" შექმნის ხელშეწყობისთვის და სკოლებში STEM მიმართულების პოპულარიზაციისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და დისატნციური ვებინარები (პირისპირ და ონლაინ). ვებინარებს ესწრებოდა არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის 20-მდე მასწავლებელი. შეხვედრის დროს მასწავლებლები მუშაობდნენ პროგრამა TINKERCARD - ში მათ მიერ შექმნილ პროექტებზე. მასწავლებლებმა შეისწავლეს STEM პროექტებში სხვადასხვა ტიპის სენსორების გამოყენება. ასევე, ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრები STEAM სწავლების მეთოდოლოგიის მიმართულებით.

logo.png

STEM ფესტივალი "მოგზაურობა მეცნიერებაში

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი გრანტ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

2019-2023

Logo -TPDC.png

პროექტის მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ მეცნიერულ მიღწევებს და კვლევებს, საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში არსებულ საინტერესო მიგნებებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასწავლო ინტერაქტიული მოდელები, რომლებმაც საინტერესო და ეფექტური ფორმით მოახდინეს მეცნიერული ინოვაციების დემონსტრირება ღია გარემოში ორგანიზებულ ფესტივალზე.   სასწავლო მოდელების თემატიკა შერჩეული იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი აქტუალური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემებიდან.  ფესტივალის სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ დემონსტრაციებში.

მოდელების უმრავლესობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მათი ავტომატიზირებული მართვა  ღია კომპიუტერული პლატფორმა მიკროკონტროლერ Arduino-ს გამოყენებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ციფრულ ტექნოლოგიებს და მათ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის.  

მოდელები შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM კლუბში „ჩხირკედელა“ და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ გვინდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ სწორედ მეცნიერება აძლევს საშუალებას ახალგაზრდა თაობას, სკოლიდანვე ჩაერთოს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში.

bottom of page